planeta.ge Posted March 2, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2022 რუსეთში მომუშავე მამუკა ჯუღელი ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, ილია ბერიაშვილის და სხვების აგენტია.რუსეთზე დაწესებული უდიდესი სანქციების შემდეგ ქვეყანას ლეგიონერები ტოვებენ, ხოლო, თვითონ რუსებმაც დაიწყეს მოთხოვნების გაჟღერება, რომ უცხოელებმა რუსეთი უნდა დატოვონ.ამ ყველაფრის ფონზე შეუძლებელი გახდა, ჯუღელმა ან სხვა აგენტებმა ოდესმე ან მრავალი წლის განმავლობაში ჩრდილოეთში მოთამაშეები წაიყვანონ, ხოლო, თუ ჩვენი ბიჭები ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რუსეთს თავს გაცილებით მალე დააღწევენ, თან ისე, რომ ევროპის რომელიმე გუნდს მათში მილიონების გადახდა არ მოუწევთ.ძალიან სამწუხაროა, რომ “საბურთალოს” ძალიან ნიჭიერი ტალანტი ლუკა წულუკიძე “კალსრუეს” ნაცვლად 1 კვირის წინ “ურალში” აღმოჩნდა. მისი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ომიც დაიწყო. მართალია, ის ჯუღელს არ წაუყვანია, ირაკლი ლილუაშვილმა გადაიყვანა, მაგრამ მისი ტრანსფერი უკვე ძალიან დიდი შეცდომა გამოდგა.ასევე, უცნობია, რა ელის ფოთის “კოლხეთს”, რომელშიც ინვესტიცია ჯუღელის კომპანიას უნდა ჩაედო.ფაქტია, დასრულდა რუსეთში მეტი ანაზღაურების გამო ქართველი ფეხბურთელების გადინება.The post მამუკა ჯუღელს რუსეთში ქართველების წაყვანის ბიზნესი ენგრევა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts