planeta.ge Posted March 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2022 ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკიზე თავდასხმა სულ მცირე სამჯერ ჩაიშალა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი The Times-ი წერს.ჟურნალისტების ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის გაგზავნეს ორი სხვადახვა ჯგუფი – დაქირავებულები მებრძოლები პროკრემლისტური დაჯგუფება „ვაგნერიდან“ და ასევე ჩეჩნეთის სპეცრაზმიდან.როგორც წყაროზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, „ვაგნერის“ დაქირავებულმა რაზმმა კიევში დიდი მსხვერპლი განიცადა. ამასთან, ისინი შეშფოთებულნი იყვნენ, თუ რამდენად ზუსტად განჭვრიტეს უკრაინელებმა მათი ქმედებები.მათივე ინფორმაციით, შაბათს, კიევში გაანადგურეს ჩეჩენ დაქირავებულთა რაზმი, რომელიც ასევე ზელენსკის მკვლელობას გეგმავდა. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts