planeta.ge Posted March 4, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2022 ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება. მისი ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან. მანამდე, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყებოდა, რომ ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებული იყო 2 ათას კვადრატულ მეტრზე. უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის ინფორმაციით, რადიაციული ფონი შეცვლილი არ არის. ქალაქ ენერგოდარის მერმა, დმიტრი ორლოვმა წუხელ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ქალაქ ენერგოდარში მდებარე სადგური ევროპაში ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია და 6 ენერგობლოკს მოიცავს. დღეს დილით, უკრაინული მედიასაშუალებები ორლოვზე დაყრდნობით წერენ, რომ ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები, ამ დროისთვის, არ მიმდინარეობს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts