Jump to content
Planeta.Ge

ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება


Recommended Posts

რუსი ოკუპანტების გახსნელი ცეცხლის შედეგად, ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურში გაჩენილი ხანძრის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ევროპა გააფრთხილა, რომ უკრაინაში15 ატომური ბლოკია და მათი აფეთქება “ევროპის დასასრული იქნება”.

“რუსი სამხედროები დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ შეჩერებული. უყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს. უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ ისინი აფეთქდება, ყველას დასასრული, ევროპის დასასრული, ევროპის ევაკუაცია იქნება. მხოლოდ ევროპის დაუყოვნებელ ქმედებას შეუძლია რუსი სამხედროების შეჩერება. არ დაუშვათ ევროპის დაღუპვა ატომური სადგურის კატასტროფით”, – თქვა ზელენსკიმ.

ზაპოროჟიის ატომურ ელექტოსადგურში ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

“რუსული ტანკები ესვრიან ატომურ ბლოკებს. ეს ტანკები უზრუნველყოფილია სითბური ხედვით, ანუ მათ იციან თუ საით ისვრიან, ისინი ამისთვის ემზადებოდნენ”, – თქვა ზელენსკიმ.

“ვაფრთხილებთ ყველას – არც ერთ სახელმწიფოს, რუსეთის გარდა, არასდროს გაუხსნია ცეცხლი ატომური ენერგობლოკებისთვის. პირველად, პირველად ჩვენს ისტორიაში ტერორისტულმა სახელმწიფომ მიმართა ბირთვულ ტერორს”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

მან ასევე ევროპის მოსახლეობას შეახსენა ჩერნობილის ტრაგედია და ხაზი გაუსვა, რომ მაში მხოლოდ ერთი ატომური ბლოკი აფეთქდა, ზაპოროჟიის სადგურში კი 6 ასეთი ბლოკია.

The post ზელენსკი: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, მათი აფეთქება ევროპის დასასრული იქნება appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...