Jump to content
Planeta.Ge

tia "ქალის გვამი კაცის ტრუსებთან ერთად იყო გახვეული პარკში” - დეა ადამია


Recommended Posts

1645683547_1513932133881609.jpg

რეალთი შოუ „ჯეო-ბარი 2007“-ს გამარჯვებულ, დეა ადამია ჟურნალ "სარკესთან" დედამისის, ნაირა რუხაიას გარდაცვალების შესახებ საუბრობს.

 

"დედაჩემი იმ ზომამდე იყო ნაწამები, რომ ვერაფრით დავუშვებდი, მისი სხეული კიდევ ვინმეს გაეჭრა და ეჯიჯგნა. არაქრისტიანულია ეს… ამირან გამყრელიძემ თქვა, უსულო სხეულში 6 წუთზე მეტ ხანს არ ჩერდება ვირუსი და მიცვალებული გადამდები აღარ არისო. შავ პარკში გახვევა კი გარდაცვლილის უდიდესი შეურაცხყოფაა. თითქოს ნაგავს ტენიდე, ის განცდაა.

 

ღმერთმა უწყის, რა მდგომარეობაში ატანდნენ მიცვალებულებს ადამიანებს, რომლებსაც ეუბნებოდნენ, რომ არ გაებედათ და არ გაეხსნათ პარკი. ბევრმა ჩემგან აიღო მაგალითი და ხსნიან იმ პარკებს. ბევრმა გახსნა და ისე იყვნენ ნაწამები მიცვალებულები, რომ ვეღარ იცნეს. ჩემამდე ერთმა გაბედა პარკის გახსნა და ამბობს, რომ მუცელზე გადახსნილი იყო და ორგანოები აკლდა. ერთი სიტყვით, ეს დიდი შავბნელი საქმეა… ვინც არ გახსნა და ასე დამარხა, ყველა ტირის.

 

მე ვერც გამიბედეს, დედა შავ პარკში შეეხვიათ. დავრეკე ლევან რატიანთან და ჯანდაცვის სამინისტროშიც დავრეკე, რომ არ გაებედათ დედაჩემის შავ პარკში ჩასმა. იმ თეთრეულით ჩამომიყვანეს, რომლითაც კლინიკაში საწოლზე იწვა. ჩემი წაღებული სუდარით წამოვაბრძანე და გავაპატიოსნე.

 

ვინც გახსნა, ყველას დალურჯებული მიცვალებული დახვდა. ზოგს ცხვირი ჰქონდა ჩატეხილი, ზოგს ხელი ჰქონდა მოტეხილი, ზოგს კბილები ჰქონდა ჩამტვრეული. ქალის გვამი მამაკაცის ტრუსებთან ერთად იყო გახვეული პარკში.

 

ზოგი მიცვალებული კი იმ დაბლენდერებულ საჭმელთან ერთად იყო გახვეული, ოჯახის წევრები რომ უგზავნიდნენ. თურმე არ აჭმევდნენ და ყველაფერი ერთად ჩაუყარეს. ქალმა მითხრა, საშინლად ყარდა პარკი. გავხსენით და საჭმელში ამოთხვრილი დაგვხვდაო. კონტეინერებით ხომ უგზავნიდნენ და ყველა კონტეინერი ზედ ეყარა თურმე მიცვალებულს. ერთ მამაკაცს ცალ ფეხზე ქალის ფეხსაცმელი ეცვა, მეორეზე – თავისი…", - ამბობს დეა ადამია ჟურნალ "სარკესთან".

 

 

 

 

 

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...