planeta.ge Posted February 24, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2022 გუშინ, გვიან ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ თავის ახალ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა არ დაუშვან რუსეთის ახალი თავდასხმა უკრაინაზე „დღეს მე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარის მცდელობა მქონდა. შედეგი – სიჩუმე. თუმცა სიჩუმე დონბასში უნდა იყოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.„ამიტომ, დღეს მინდა მივმართო რუსეთის ყველა მოქალაქეს. არა როგორც პრეზიდენტმა. მე მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, როგორც უკრაინის მოქალაქე. ჩვენ 2000 კმ-ზე მეტი საერთო საზღვარი გვყოფს. თქვენი ჯარები განლაგებულია მის გასწვრივ. თითქმის 200 000 ჯარისკაცი, ათასობით საბრძოლო მანქანა. თქვენმა ხელმძღვანელობამ მოიწონა მათი ნაბიჯის წინ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადადგმა და ეს ნაბიჯი შეიძლება გახდეს დიდი ომის დასაწყისი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.რუსებს არწმუნებენ, რომ ამ ომს შეუძლია „უკრაინელი ხალხის განთავისუფლება”, „მაგრამ უკრაინელი ხალხი თავისუფალია, ახსოვს წარსული და თავად აშენებს საკუთარ მომავალს”, – თქვა ზელენსკიმ.ვოლოდომირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსულ ახალ ამბებში და რეალური უკრაინა ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა.„მე ვიცი, რომ ჩემი ეს გამოსვლა რუსულ ტელევიზიით არ იქნება ნაჩვენები, მაგრამ რუსეთის ხალხმა უნდა ნახოს ეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. სიმართლე ის არის, რომ ეს უნდა შეწყდეს, სანამ ძალიან გვიან არ არის”.„მოუსმინეთ საკუთარ თავს, გონების ხმას. უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს“, მაგრამ „თუ ვინმე შეეცდება წაგვართვას ჩვენი მიწა, ჩვენი თავისუფლება,ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი შვილების სიცოცხლე, ჩვენ თავს დავიცავთ” – განაცხადა ზელენსკიმ.„თავდასხმისას თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს, არა ჩვენს ზურგს, არამედ ჩვენს სახეებს” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმაThe post ვოლოდომირ ზელენსკი: „თავდასხმისას თქვენ დაინახავთ ჩვენს სახეებს, არა ჩვენს ზურგს, არამედ ჩვენს სახეებს” appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts