Jump to content
Planeta.Ge

დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს


Recommended Posts

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

 

 

 

“გაერთიანებული ძალები ღირსეულად პასუხობენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს. სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან. მტერი ზარალს განიცდის.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაუჯერეთ უკრაინელ მცველებს. ერთად გავიმარჯვებთთ!

დიდება უკრაინას!” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პუტინმა უკრაინაზე თავდასხმა დაიწყო, რასაც თავად სპეციალურ “სამხედრო ოპერაციას” უწოდებს და მიზეზად ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერების “დახმარების თხოვნას” ასახელებს. ის ამტკიცებს, თითქოს ეს “ოპერაცია” არის თავდაცვა მათგან, ვინც “უკრაინა ტყვედ აიყვანა”. ტრადიციულ პროპაგანდისტულ მოტივებზე პუტინი იმეორებს, რომ არ აპირებს უკრაინის ოკუპაციას და უკრაინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას უჭერს მხარს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ანტონ გონჩარენკოს განცხადებით, განხორციელდა სარაკეტო დარტყმები სამხედრო ადმინისტრაციის ცენტრებზე, აეროდრომებზე, სამხედრო საცავებზე, კიევთან, ხარკოვთან, დნეპერთან. მისივე თქმით, ხდება საზღვრის საარტილერიო დაბომბვა.

უკრაინის სააგრეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ რუსეთმა მათ წიანაღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და მშვიდობიანი ქალაქები იბომბება. მისი თქმით, უკრაინა თავს დაიცავს და მსოფლიომ პუტინი ახლავე უნდა შეაჩეროს.

The post დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...