Jump to content
Planeta.Ge

tia ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე - პრემიერი


Recommended Posts

1645645164_garibashvili_aicra_aa.jpg

ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბშვილმა "რუსთავი2"-ის ეთერში.

 

"ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე. დამხვდა ნული, როცა პრემიერ-მინისტრად მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი "ფაიზერით".

 

"ომიკრონზე" მე კი არ გავაკეთე განცხადება, მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან რეალურად რა არის "ომიკრონი". ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არაა, ესაა პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის. მაგრამ მე განვმარტე და მინდა კიდევ განვუმარტო მოსახლეობას, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...