Jump to content
Planeta.Ge

ბექა გოცირიძე – უდიდესი ტალანტი, რომელსაც საბედისწერო ავარიამ კარიერა დაუნგრია


Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 34 წლისაა და ყველაფერი ისე რომ წასვლოდა, როგორც თვითონ სურდა, დღეს შეიძლება კვლავ აქტიური კარიერა ჰქონოდა, მაგრამ ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვსურს.

გოცირიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ტალანტად ითვლებოდა, რომელმაც კარიერა “ამერში” დაიწყო, სადაც გაიოზ დარსაძე იყო, შემდეგ “ზესტაფონში” გააგრძელა, “ზესტადან” “დნიპროში” გადავიდა. “დნიპრომ” 21 წლის ფეხბურთელში 1 მილიონი გადაიხადა.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა საბედისწერო ავარია. გოცირიძე ცხვარიჭამიის აგარაკიდან თბილისში ბრუნდებოდა, გზაზე ნაწვიმარი იყო, ცოტა სწრაფადაც მოძრაობდა და უმძიმეს ავარიაში მოყვა. სასწაულებრივად გადარჩა, შესაძლოა, ფეხზე ვერ გაეარა. ოპერაციისას ელენთა ამოაჭრეს და 8 თვის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ელენთას გარდა ხერხემლის პრობლემებიც გამოჰყვა.

“დნიპროდან” “კრივბასში” გაანათხოვრეს, სადაც მწვრთნელი არ ათამაშებდა, შემდეგ “დნიპრო 2”-ში დუბლების შემადგენლობაში აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, საქართველოში დაბრუნდა და გორის “დილას” შეუერთდა. “დილა” 2013 წელს დატოვა და 2 წელი უგუნდოდ იყო, შემდეგ მარტვილის “მერანი”, “რაჭა”, ბოლოს კი “გარეჯში” თამაშობდა.

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/49552766_918790335177161_5969088929557984887_n-1024x1024.jpg

ყოველ ჯერზე, როდესაც ბექას მოტივაცია მიეცემოდა, ხან ფეხის კუნთი გაუწყდებოდა, ხან რა პრობლემა შეექმნებოდა. წონაში მარტივად იმატებდა, ბევრჯერ დაუკლია ფეხბურთში დაბრუნების სურვილის გამო, მაგრამ სხეული ბოლომდე არ აძლევდა ამის საშუალებას. როგორც თვითონ ამბობს, ვარჯიში არასდროს გაუცდენია, თუმცა ავარიის შემდეგ ისე ჯანსაღად ვერ ცხოვრობდა, როგორც ეს დღევანდელ პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება.

ყველაფერი მაინც იმ საბედისწერო ავარიამდე მიდის, რომელმაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველს ტალანტს  საფეხბურთო კარიერა პრაქტიკულად დაუსრულა. სხვა ბიჭებისგან განსხვავებით, გოცირიძემ ბევრჯერ სცადა ფეხბურთში დაბრუნება, ბევრჯერ იბრძოლა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია, თავის სიტყვას სამწვრთნელო ასპარეზზე მაინც იტყვის.

საქართველოს ნაკრებში ჰექტორ რაულ კუპერის დროს 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო

21-წლამდე ნაკრების 19 მატჩში 9 ბურთი აქვს შეგდებული

The post ბექა გოცირიძე – უდიდესი ტალანტი, რომელსაც საბედისწერო ავარიამ კარიერა დაუნგრია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...