planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მთავარ მრჩევლად დაინიშნა. 1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. თადარიგში დათხოვილია 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი. დავით თევზაძე 1993 წელს დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, ამავე წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, ხოლო 1998 წელს – გენერალ-მაიორის და 1999 წელს – გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. ის არის საქართველოს გენერალთა კლუბის იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი, ევროპულ იდეათა შესწავლის საერთაშორისო საზოგადოებისა და ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. საქართველოს პრეზიდენტს 10 მრჩეველი ჰყავს. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts