planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, “რუსთავი2”-ს ეთერში, ამბობს:“ჩემი სურვილი და ოცნებაა სოციალური პოლიტიკა იქნეს გადახედილი. სოციალურად დაუცველი, შრომიუსნარიანი 18 წელს ზემოთ მოქალაქე უნდა დავასაქმოთ. 600 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანიდან 200 000 არის შრომისუნარიანი.ახლა ქვეყანაში გვაქვს უამრავი საქმე, ქვეყნის საქმე ვაქვს გასაკეთებელი, ურბანული სისტემა, ინსფრასტურუქტურა, გზები, წყალმომარაგება, 800 სკოლა გვაქვს გასარემონტებელი, ბაღები, ტყეების გაშენება, პარკების მოწყობა – ამ სამუშაოებზე მთავრობას სჭირდება მუშახელი.საზოგადოებრივი სამუშაო – როცა ჩვენ, მთავრობა ასაქმეს და ამაში ვუხდით 300 ლარს, ეს იქნება დამატება იმ სოციალური პაკეტზე რომელსაც იღებენ – თუ გინდათ მუშაობის დაწყება, ეს არის მინიმალური, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ, 4 წელი ვუჩერებთ სოციალურ პაკეტს, პირიქით, 300 ლარით ეზრდებათ, დღეს თუ აქვთ 500 ლარი, თუ ამ პროგრამაში ჩაერთვება, დაემატება 300 ლარი და ექნება 800 ლარი – მარტივად რომ ავხსნა.თუ ადამიანი გვეუბნება, რომ არ მინდა მუშაობა, ვეუბნებით, ერთ წელში შემოვალთ, შეგამოწმებთ, ხარ დასაქმებული, არ ხარ, საჭიროებ დასაქმებას, თუ არა.თუ მუშაობთ კერძო სექტორში, მაღაზიაში, მშენებლობაზე, არ მოგიხსნით 4 წელი დახმარებას, უბრალოდ, დეკლარირება გააკეთეთ, ნუ დაგვიმალავთ.გვექნება თითოეულ მუნიციპალიტეტში პროფესიული გადამზადების სკოლები, ბიზნეს ექნება პირდაპირ წვდომა ამ მუშახელზე, ამ ადამიანებზე, მათაც შეეძლებათ შესთავაზონ სამუყშაო ადგილი და არ მოეხსნებათ 4 წელი სოციალურ დახმარება.ჩვენ ამ ადამიანებს მივაჩვიეთ სიზარმაცე, პირდაპირ ვეუბნებოდით – არ გაბედო მუშაობის დაწყება! თუ იყიდი ტელევიზორს, მაცივარს, მოგიხსნი დახმარებას, ეს ხომ კატასტროფაა, ეს არის საშინელი სისტემა. ახლა ვეუბნებით პირიქით – მეტი ფული იშოვეთ, ჩვენ არ შეგამოწმებთ 4 წელი და არ მოგიხსნით დახმარებას.ღმერთმა ქნას, ჩემი დიდი სურვილია, რომ წელს უკვე 100 000 ადამიანი იქნას ჩართული, საოცრება იქნება ეს თუ მოხდება და ამ სამ წელიწადში 200 000 ადამიანი რომ დავასაქმოთ და გავშალოთ ყველგან. აი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ როცა მოძრაობთ, რეგიონებში რომ დადიხართ ამდენი ნანგრევით არის სავსე მიტოვებული შენობები. ბევრი შეიძლება საზოგადოებრივი იყოს, ბევრი შეიძლება კერძო იყოს, არის გაჩეხილი ტყეები და უამრავი სხვა სამუშაო, რომელიც გასაკეთებელი გვაქვს. მოსავლელია ქვეყანა, დასალაგებელია ქვეყანა.” The post მუშახელი თვეში 300 ლარად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – “მთავრობას სჭირდება მუშახელი” – ღარიბაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts