Jump to content
Planeta.Ge

tia ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს - ანი ტყებუჩავა


Recommended Posts

1645604829_259731848_0_0_1364_767_1920x0_80_0_0_c45c45ffc76e9cf6a0a11b3f94d90801.jpg

მსახიობი, ანი ტყებუჩავა "თბილისელებს" კარიერასა და ოჯახზე ესაუბრა. როგორც ანი კარიერაზე საუბრისას ამბობს, საქართველოში ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს.

 

"სულ ვამბობდი, ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, თუ მისით რეალიზების ფუფუნება მექნება, ელემენტარული ჰონორარით დავკმაყოფილდები-მეთქი. მაშინ არ მქონდა ოჯახი და შესაბამისად – პასუხისმგებლობები შვილების წინაშე. როცა ეს არის, მერე მოთხოვნებიც იზრდება და ხარჯებიც. სულაც არ არის ისე, როგორც წარმოუდგენიათ. დღეს საქართველოში არ არის ბევრი ფული, თუმცა ადამიანებს შეიძლება, ჰგონიათ, რომ ათი წელია, სერიალში ხარ და დიდი ანაზღაურებაც გაქვს. თურქულ სერიალში რომ ვმონაწილეობდე, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ საშუალო ფენას ვეკუთვნი (იცინის). სერიალი მიყვარს და აქ რაღაცების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ხელფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ არ ვარ მარტო ხელფასის გამო. საერთოდ, ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს", - ამბობს ტყებუჩავა.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...