planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება. "ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა. გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ახსნადია. როგორც წესი, ინფიცირების პიკს გარდაცვალების მაჩვენებლის მატება პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება. კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2-პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ. მან შეზღუდვების ნაწილის მოხსნაზეც ისაუბრა. როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ძალაში დარჩეს დახურულ და ღია სივრცეში პირბადით გადაადგილება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ვაქცინაციის შესაძლებლობა გამოუყენებელი გვაქვს. „გუშინდელი 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts