planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. “ზოგადად, დაპირისპირების დინამიკა, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის კარგა ხანია, ასე ვთქვათ, 2006 წლიდან ვითარდება, არის საფრთხის შემცველი. საქართველომ ამ გლობალურ დაპირისპირებაში სწორი ადგილი ამოირჩია. სწორი პოზიციაა ის, რომ ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრი და 2012 წლის შემდეგ წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, რომელიც წამოვიწყეთ, იგივე განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ახლო, ორმხრივი ურთიერთობები, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები და უამრავი სხვა“, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის თქმით, რუსეთს სხვადასხვა ბერკეტი აქვს და არ აქვს იმის შიში, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები უცებ გადაწყვეტენ, რომ უკრაინა-საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ. “რუსეთს საკმაოდ სერიოზული ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს დღეს. მით უმეტეს, ბაიდენმა თქვა კიდეც, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობა შორეული პერსპექტივაა. ნატო-ში არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც არც თუ პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოს, თუ უკრაინის გადაუდებელ წევრობაზე. აი, ამის ანალიზია საჭირო“, – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველოს გაცხადებული აქვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო სურვილი, რომ აუცილებლად გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, რაც ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის. “როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნატო-ს წევრობა გვინდა და აუცილებლად გავხდებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, ეს ვინმეს წინაშე კეკლუცობა არ არის, მაგრამ ამ ჩვენს პოზიციას უპირისპირდება აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკური ოპონენტების პოზიცია. ამ თემაზე მაინც რომ ვიყოთ გაერთიანებული, რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ნატო-ს წევრობა, რა თქმა უნდა, საქართველოს სამომავლო პერსპექტივაა, რომ უსაფრთხოება იქნას უზრუნველყოფილი და გარანტირებული, მაგრამ რეალურად, ჩვენმა პარტნიორებმა ამისთვის ველი უნდა მოასუფთაონ და მაშინ მიიღონ გადაწყვეტილება. “ჩვენ რომ მუდმივად ვსაყვედურობთ, კარი ღია გაქვს, ჩვენ ვაკაკუნებთ და ა.შ, ეს საზოგადოებაში არასერიოზულ განწყობებს უწყობს ხელს“, – განაცხადა ვოლსკიმ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ცვლის ევროპაში უსაფრთხოების გარემოს ის, რაც ახლა ხდება უკრაინასთან მიმართებაში და რამდენად ჩნდება ველის მოსუფთავების პერსპექტივა, ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამისთვის ვითარება მწიფდება. წამყვანის შეკითხვაზე, რა ტიპის პასუხი შეიძლება, ჰქონდეს დღეს საქართველოს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე უკრაინაში, რაც როგორც განმარტებულია, მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინამ უარი თქვას, გახდეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია და დამოკიდებულება არის ანალიზზე აგებული. “ისე არ არის, ვიღაც რომ გამოვა და ვიღაცის ნიშნის მოგებისთვის რომ პოპულისტურ განცხადებას გააკეთებს. ეს ბრიუსელში და ვაშინგტონში კარგად ესმით, მაგრამ კახეთის გზატკეცილზე ვერ გაიგეს იმ ოფისში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.სტატიის წყარო: ფრონტნიუსიThe post გია ვოლსკი – ამ გლობალურ დაპირისპირებაში ჩვენ სწორი ადგილი ამოვირჩიეთ appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts