planeta.ge Posted February 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2022 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა. ძალადობის ვიდეო გუშინ, 21 თებერვალს გავრცელდა.მათი თქმით, მორჩილმა 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში მეორე მორჩილზე ფიზიკურად იძალადა. კადრები კი მოგვიანებით Facebook-ზე გავრცელდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით განხორციელებული დევნას, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებას გულისხმობს.Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს ერთი სასულიერი პირი მეორეზე. ვიდეო 4 წუთს გრძელდება. მოძალადე სასულიერო პირი მეორეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და რამდენჯერმე ეკითხება, რატომ ჩაიცვა ანაფორა. გარდა ამისა, მოძალადემ იცის, რომ ვიდეოს იღებენ და გადამღებს ეუბნება – “არ გათიშო, გადაიღე”.საპატრიარქომ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ “ეს ფაქტი ყოველგვარ ზნეობრივ თუ ეთიკურ საზღვრებს სცილდება და მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე მორალური და ადამიანური თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ ვიდეომასალაში ადამიანები საბერო შესამოსლით არიან წარმოდგენილნი”.The post დააკავეს მორჩილი, რომელმაც მეორე მორჩილს სცემა appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts