planeta.ge Posted February 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2022 არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო აცხადებს, რომ მას თამაში ისევ სურს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეშინია.როგორც იცით, 33 წლის თავდამსხმელს სექტემბერში, “ბარსელონას” ერთ-ერთი მატჩის მიმდინარეობისას სუნთქვის პრობლემა შეექმნა. მას გულის არითმია დაუდგინდა და ფეხბურთის თამაში აუკრძალეს.“დღეს, მინდა, რომ ისევ ვითამაშო, მაგრამ მეშინია. მთელი ცხოვრების მანძილზე ბევრს ვვარჯიშობდი და დიდ ტურნირებზე ვასპარეზობდი. ახლა აღარც ფეხბურთს ვუყურებ და აღარც სიახლეებს ვეცნობი. არ მაინტერესებს, რა ხდება. კონცენტრირებული ვარ იმაზე, რაც ყველაზე ძალიან მომწონს – მეგობრები. ფეხბურთში დაბრუნების აზრი თავში მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ შემიძლია. ექიმების თქმით, გამიმართლა, რადგან გულის შეტევასთან ახლოს ვიყავი. ახლა დასვენების დროა”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს Goal.Com.The post აგუერო: “ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ მეშინია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts