Jump to content
Planeta.Ge

ჯაბა კანკავა გულშემატკივრებს 500 კათხა ლუდს გაუგზავნის


Recommended Posts

ჯაბა კანკავა და მისმა თანაგუნდელი ივან საპონიჩი “სლოვანის” შემდეგ მატჩზე გულშემატკივრებს 500 ლუდით გაუმასპინძლდებიან.

ჯაბამ “სენიჩასთან” 5-0 მოგებულ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და C სექტორიდან ფანებმა ხუმრობით მიაძახეს, რომ ისინი ლუდზე დაეპატიჟებინა. შეძახილი კანკავამ ვერ გაიგო, თუმცა თანაგუნდელებს გადათარგმნა სთხოვა, ჯაბამ  კი ხუმრობა სერიოზულად მიიღო. საერთოდ, სწორედ ის ადამიანია, რომლის ქმედებები სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს.

მას ამ ინიციატივაში საპონიჩიც შეუერთდა, რომელმაც, ასევე სადებიუტო გოლი შეაგდო “სენიჩასთან” და C სექტორის გულშემატკივრებს ბიჭების დახმარებით მომდევნო თამაშზე 500 ლუდი ერგებათ.

“ჯაბა, ივან, ქედს ვიხრით თქვენ წინაშე” – ასე ეხმაურებიან “სლოვანის” მხარდამჭერები ფეხბურთელებს.

The post ჯაბა კანკავა გულშემატკივრებს 500 კათხა ლუდს გაუგზავნის appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...