planeta.ge Posted February 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2022 24 მარტს, მოსკოვში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები პოლონეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა, რასაც დასავლეთისგან მთელი რიგი სანქციები მოჰყვება.შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე პოლონელებს რუსებთან შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება სურთ და ამისთვის ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში წერილის გაგზავნასაც აპირებენ. ამ ინფორმაციას პოლონეთის სპორტისა და ტურიზმის მინისტრი კამილ ბორტნიჩუკი ადასტურებს.“ვეცდებით, რომ რუსეთის ნაკრებთან მატჩი ნეიტრალურ მოედანზე გავმართოთ. მე ვთვლი, რომ ასეთ სიტუაციაში პოლონელი სპორტსმენები რუსეთში არ უნდა გაემგზავრნონ”, – თქვა ბორტნიჩუკმა.მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალური მატჩი სანქტ-პეტერბურგში აღარ ჩატარდეს, თუმცა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძელი ქალაქის შეცვლა არ განიხილება.The post პოლონელებს რუსებთან მატჩის ჩატარება ნეიტრალურ მოედანზე სურთ appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts