planeta.ge Posted February 22, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 22, 2022 “ტოტენჰემ ჰოთსპურის” თავდამსხმელმა ჰარი კეინმა კლუბთან კონტრაქტი შესაძლოა, გაახანგრძლივოს.ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ “დეზებს” 28 წლის ფეხბურთელთან შრომითი ხელშეკრულების გრძელვადიანი პერიოდით გაგრძელება სურთ. თავის მხრივ, კეინს ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა მოსწონს და მისი პროექტით კმაყოფილია, თუმცა თვლის, რომ გადაწყვეტილების მისაღებად თებერვალი ან მარტი ადრეული პერიოდია. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფორვარდს გასულ წელს “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა სურდა.ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.The post კეინი კონტესთან მუშაობით კმაყოფილია appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts