Jump to content
Planeta.Ge

შოთას გუნდიდან გაუშვებენ? “ჰალი” ბოლო ადგილოსანთან უშანსოდ დამარცხდა


Recommended Posts

“ჰალ სიტი” ჩემპიონშიპის 34-ე ტურში ბოლოადგილოსან “ბარნსლისთან” 0-2 დამარცხდა.

“ჰალიმ” “ბარნსლისთან” სრულიად უშანსოდ წააგო, არადა “ჰალის” სტადიონი 2017 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაივსო – 16 421 მივიდა მოგების სანახავად, თუმცა მოედანი ფანებმა თამაშის დასრულებამდე გაცილებით ადრე დატოვეს.

სოციალურ ქსელში გულშემატკივრების ერთი ნაწილი კვლავ არველაძის წასვლას და ყოფილი მწვრთნელის, გრანტ მაკკანის დაბრუნებას ითხოვს. “სიტი” გასავარდნ ზონას ნელ-ნელა უახლოვდება.

“კომპენსაციას როდის მივიღებ იმ ყველაფრისთვის, რასაც ვუყურე?”

“ჩემი ფიქრები და ლოცვები იმ 16 ათას ადამიანთან ერთად არის”

“მაკკანის წასვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა”

“სამარცხვინო თამაში იყო, არაფერია სათქმელი”

http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/Screenshot_2-2.png

The post შოთას გუნდიდან გაუშვებენ? “ჰალი” ბოლო ადგილოსანთან უშანსოდ დამარცხდა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...