planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს.საქართველოს რაგბის კავშირმა გუშინ ამ მატჩთან დაკავშირებით ანონსი სოციალურ ქსელებში უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, რითაც უკრაინას რუსეთთან მიმდინარე კონფლიქტში მხარდაჭერა გამოუცხადა.http://fanebi.com/wp-content/uploads/2022/02/274586196_381424327127404_749889439481368517_n.jpgგუშინვე, რუსეთის რაგბის კავშირმა რაგბი ევროპას მიმართა, რათა ქართულ მხარეს უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული ტექსტი წაეშალა.“რუსეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებმა რაგბი ევროპას მიმართეთ თხოვნით, რათა ეს სიტუაცია შეესწავლათ. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ მსგავსი პოსტის გამოქვეყნება მიუღებელი და წესების დარღვევა იყო. შემდეგ, რაგბი ევროპამ ქართულ მხარეს პოსტის წაშლა მოსთხოვა”, – განაცხადა რუსეთის რაგბის კავშირის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ანტონ ხაზილოვმა.დღეს, საქართველოს რაგბის კავშირის სოციალურ ქსელების გვერდებზე უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი აღარ ჩანს.The post რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული ტექსტი წაშალა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts