planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: „ბოლო დღეებია აფხაზეთში ინტენსიურად შედის რუსული სამხედრო ტექნიკა. ეს ვიდეო 22 თებერვალს არის გადაღებული. ეს პროცესი ბოლო პერიოდში ბევრად გახშირებულია და არ შედის სტანდარტულ ე.წ. “სწავლების” ფორმატში. მეტიც, აფხაზები უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებსაც კი სთავაზობენ სამხედრო მხარდაჭერას. შესაბამისად, მათ ეს რესურსები უკვე გააჩნიათ. პუტინმა განაცხადა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებად არ აღიქვამს მათ, სადაც ხელისუფლება მთელ მოსახლეობას არ წარმოადგენს ანუ ოკუპირებული ტერიტორიები გააჩნიათ, სადაც არსებობს ევროპასთან ინტეგრაციის მისწრაფება და მათ გარე ძალების მართულად აფასებს, სადაც ნატოს პერსპექტივები თუნდაც თეორიულია და მათ რუსეთისთვის საშიშ ქვეყნებად აცხადებს. ყველა ამ კრიტერიუმში ჯდება საქართველო (ისევე როგორც უკრაინა). ჩვენი ქვეყნის საფრთხის დონე დღითიდღე საგანგაშოს უახლოვდება. ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონები ხელახალ ნაღმად იქმნება, არავინ იცის, როდის ამოქმედდება, რა ულტიმატუმები გაჩნდება ჩვენს მიმართ და პროცესი როგორ გაგრძელდება“ – წერს გამზარდია.ვიდეოThe post აფხაზეთში რუსული სამხედრო ტექნიკა შედის.. ჩვენი ქვეყნის საფრთხის დონე საგანგაშოს უახლოვდება- არჩილ გამზარდია appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts