Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას – შალვა პაპუაშვილი


Recommended Posts

უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე საბაზისო პრინციპების დარღვევა. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია.

„ამ ვითარებაში გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია იმისთვის, რომ არ დაუშვან ომი უკრაინაში და გააკეთონ ყველაფერი, რათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები იყოს დაცული. მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების მტკიცე პოზიცია, რომ ორი რამ იყოს უზრუნველყოფილი – ომის არდაშვება და საერთაშორისო სამართლის აღსრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას.

„რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

The post საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...