planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია, როგორც უნდა დააფარონ ხელი და აარიდონ თავიდან სასჯელი.„როგორი გამოწვევების წინაშე არის, საქართველო, როგორი გამოწვევის წინაშე დგას უკრაინა, რომლის მოქალაქეც სააკაშვილია და რა თემებით სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დისკუსია? რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ საკითხებს და მეტი დრო გვექნება ჯანსაღი დისკუსიისთვის, მით უფრო კარგი იქნება. პატიმრის სამედიცინო მომსახურებას პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს. ეს ჩვენს ქვეყანაში გამართულია და ყველა პატიმარი სათანადო სამედიცინო მომსახურებით არის უზრუნველყოფილი. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის არა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა და მკურნალობა, არამედ სააკაშვილისთვის სასჯელის თავიდან არიდება. როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელს ხელი დააფარა, პარლამენტის წევრი აცემინა, როგორ უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ? – მართლმსაჯულება უკან ვერ დაიხევს. სასჯელი უნდა აღსრულდეს, ეს არის კანონის უზენაესობის მთავარი პრინციპი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.The post როცა ადამიანის მიმართ გამოტანილია სასჯელი იმის გამო, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელს ხელი დააფარა, პარლამენტის წევრი აცემინა, როგორ უნდათ ადამიანი ამ სასჯელს აარიდონ? – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts