planeta.ge Posted February 23, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 23, 2022 ჩვენ ვიცით „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევა, როცა უკრაინაზე სიამაყით საუბრობენ, დააკვირდნენ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო-რუსეთს შორის რაგბის მატჩის დროს პროვოკაციას გეგმავს.პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა უკრაინას, საქართველოსა და თანამეგობრობას სიმტკიცე და სიმშვიდე სჭირდება.“სამწუხაროდ, ჩვენ ვიცით, „ნაციონალური მოძრაობა“, ახალგაზრდული ფრთა, მათი ქცევა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვა ყველას შეუძლია, ამ მძიმე პერიოდში ბუნებრივიც კი არის ასეთი პროტესტის გამოხატვა. როდესაც სიამაყით საუბრობენ უკრაინაზე დააკვირდნენ პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას. ეს არის ის, რაც უკრაინას, საქართველოს და თანამეგობრობას სჭირდება. მათ სჭირდებათ, რომ ვიყოთ მტკიცედ და მშვიდნი. სიმშვიდით და სიმტკიცით უზრუნველვყოთ, რომ საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაცული იყოს, მათ შორის რაც შეეხება ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.The post როცა უკრაინაზე სიამაყით საუბრობენ, დააკვირდნენ ზელენსკის მშვიდ და მტკიცე პოზიციას – შალვა პაპუაშვილი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts