planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “ვინც ასე თუ ისე კითხულობს ჩემს პოსტებს 2016 წლიდან, ჩემი აზრი უკვე აშკარაზე მეტად ნათელი უნდა იყოს. და მაინც ალბათ ბოლო თქმაა ამ სახით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რასაც უკვე მეექვსე წელია ვამბობ…. ისინი, ვინც ბიძინას ერთმმართველობის სისტემაში გამდიდრდნენ, გაიმრავალმაგეს ქონება,გახსნეს ბიძინას მაგინებელი მედიასივრცეები საქართველოში და ბიძინას საბანკო სისტემაში ათეული მილიონებით აქეთიქეთ ჟონგლირებენ ვისზეც აქტუალური სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მაინც აქტიურად საჯაროდ და ბიძინას სასამართლო პროცესებში იურისტობის უფლება აქვს ის, ვისი ბიზნესიც ამ 10 წლის მანძილზე ერთხელაც არ შეამოწმა ბიძინას სისტემამ, და ასე და ასე შემდეგ,არის ბიძინას თანამეგობე, ბიძინა აჭმევს პურს და ბიძინას უხდის ხარკს საჭირო და უმნიშვნელოვანეს მომენტში…. იმით, რომ პარლამენტში შეძვრება სხვისი სახელით და მერე ,,ალტერნატიულ პარტიად,, მოგვევლინებაიმით რომ ადამიანების რეალურ პრობლემებზე თვალს დახუჭავს და დაიწყებს საუბარს ,,შიმშილზე,, მესამე პორშეს მფლობელი, რომელსაც ერთი საქველმოქმედო ცენტი არ გაუღია იმით რომარ ისაუბრებს იმ დიდ კონფლიქტზე, რომელიც პატრიარქსა ბიძინას შორის იყო გადაუფორმებელი უძრავი ქონების მიმართებაში და რა საქმესაც შეეწირა და ეწირება ,,ციანიდის საქმის,, მღვდელი იმით რომ თვალდამთხრელს გაგიმართლებს და ოპოზიციის ფლაგმანად დასახავსიმით რომ პროტესტს არ დაინახავს, პროტესტის პოტენციალს ჩაახშობს და ადამიანებში სრულ ნიჰილიზმს დათესავს….. ან ყალბდება არჩევნები და ან არა, და თუ ყალბდება, უკვე მეათედ, რა ვქნათდა აი აქ შემოდის უმსგავსოების მწვერვალი, ,,არჩევნების შედეგი არ ამოტრიალდებაო,, გეტყვის არჩევნების ღამეს მოკლედ, ესაა რეალობა და მე უკვე მოვეშვი ამ ადამიანებისთვის რაიმეს ,,მოწოდებას,,,,არ შეხვიდე,,,,გამოდი,,,,ეს ქენი…. და ის არ ქნა…,,არააქვს ამას არავითარი აზრი.არააქვს კრიტიკას, მითითებას, თანადგომის სურვილს ამ ადამიანების მიმართ არავითარი აზრი,რადგან, ისინი ალბათ ჯერ კი იყვნენ არმიყიდულები, მაგრამ, მენტალურად აბსოლუტურად რეზისტენტები ,,ერთობლივი ქმედების,, მიმართ და მერე კი, ისინი, ვინც იძულებულინი იყვნენ 6 თვეზე მეტი იცხოვრათ საქართველოში და საქართველოში ეშოვათ საკუთარი ოჯახის სარჩენი ფული, უკვე ფაქტობრივად, ყოველგვარი ,,ხელშეკრულების,, გარეშე მიეყიდნენ. დაახლოებით 6 თვეში იგებ ნაღდად, თუ როგორ ფუნქციონირებს ბიძინას სისტემა და როგორ შეიძლება ამ სისტემაში ბიძინას გინებით და ,,დემოკრატიის,, თამაშით დიდი ფულის შოვნა…ამგვარი ადამიანები ვერასოდეს, ვერასოდეს გახდებიან ნამდვილი პოლიტიკოსები, სისტემის კრიტიკოსები და სისტემისათვის საშიშნი. ეს ჩემთვის მიღებული და ნათელი მოცემულობაა. თუ გინდა საქართველოში დიდი რანგით ჭამო, ის საკვები გობი ეკუთვნის ბიძინას და უნდა მიგიშვას. ყველა ჩემს ნაცნობს, მეგობარს და აქტიურ ადამიანს უცხოეთში, ვთხოვდი ამის გათვალისწინებას.არა აქვს აზრი ,,მიმართვებს,, ,,სინდისზე აგდებებს,, ,,მიშა დაიხსენით,, აპელირებას ან ,,უკრაინას გვერდით დაუდექით,, ან ,,ბოდიში მოიხადეთ,, ან მსგავს მიმართვებს.ეს ხალხი ზის ბიძინას გობში და უბრალოდ არ ძალუძთ სხვანაერად.ამიტომაც, ეს ენერგია ეს მოწოდებების, აქტივობების ენერგია რაღაც სხვა საწინაო საქმეზე დავხარჯოთ.ჩვენი უდიდესი ადამიანური, ინტელექტუალური თუ ფინანსური პოტენციალი ახალი იდეებისთვის გამოვიყენოთ”, – წერს ფრანგიშვილი. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts