planeta.ge Posted February 20, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2022 მსახიობ, ია სუხიტაშვილს წარმატებული კარიერის მიღმა ორი შვილი ჰყავს. მისი უფროსი ვაჟი უკვე 14 წლისაა და დედის გზას მიჰყვება – ამის შესახებ ის “სარკესთან” საუბრობს.“გარკვეული დოზით თავისუფლებას ვაძლევ. არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო. რას ჰქვია, ყველაფრის უფლება?! არსებობს წესები,რომელთა დარღვევა არ შეიძლება. ბავშვს უნდა ეტყობოდეს, რომ ოჯახში იზრდება. ჩემმა 14 წლის შვილმა ღამე რომ სახლში არ გაათენოს, მე ვერ დავუშვებ, ან ღამის ორ საათზე შემოაღოს კარი. შეიძლება ძველმოდური ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ. ვმეგობრობ ჩემსშვილთან, თუმცა დედაშვილობის ზღვარს არასდროს გადავდივარ. რაც შეეხება ირაკლის, 4 წლის არის, ნამდვილი ფერადი, ნათელი და საყვარელი ბიჭი“, – აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.The post “არ მესმის იმ მშობლის, ვინც ამბობს, ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვსო… ” – რას ამბობს ია სუხიტაშვილი? appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts