planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 დიზაინერი გიორგი მასხულია კლინიკაში მკურნალობსდიზაინერ გიორგი მასხულიას ინფორმაციით, გუშინ ღამით კლუბ „ოთახში“ სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მასხულია თავდამსხმელების დაკავებას და დასჯას ითხოვს. დიზაინერი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და აცხადებს, რომ პოლიცია დანაშაულზე არ რეაგირებს. „სასწრაფოდ სამივე მომიყვანეთ და დაიჭირეთ. „ჰელსიკორის“ საავადმყოფოში ვარ. ვატარებ კონკურსებს, ვემსახურები საქართველოს კულტურას და თავს მესხმიან, ამის ღირსი არ ვარ“, – აცხადებს გიორგი მასხულია ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.მოგვიანებით დიზაინერმა დაწერა, რომ თავდამსხმელებს ფიზიკურ ანგარიშწორებაში კლუბის დაცვაც ეხმარებოდა და ეუბნებოდნენ, „ეს მავანისგანო“. The post გიორგი მასხულიას სამი ადამიანი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა (ვიდეო) appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts