Jump to content
Planeta.Ge

“გენტმა” ჩაკვეტაძის ფასი გაზარდა – რამდენად აფასებენ ბელგიელები ქართველს?


Recommended Posts

საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” ძალიან მაგრად ათამაშდა და გერმანული პრესის (Bild, Kicker) შეფასებით, გუნდის ჯოკერად იქცა.

“გენტი” ჩაკვეტაძის “ჰამბურგში” გადასვლამდე მზად იყო ფეხბურთელი 2 მილიონ ევროდ გაეყიდა, თუმცა ბელგიელები ფიქრობენ, ჩაკვე გერმანიაში კიდევ უფრო მეტად ათამაშდება და შესაბამისად, მისი სატრანსფერო ფასი მაიკლ ლოვაგის (“გენტის” სპორტული მენეჯერი) მინიმუმ 3.5-4 მილიონი უნდა იყოს.

მართალია, “ჰამბურგში” ჩაკი მშრალი იჯარით არის გადასული, თუმცა თუ მოინდომეს, ამ თანხის სანაცვლოდ “გენტი” მას დათმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის “დინამო” შემდგომი ტრანსფერიდან გადახდილი თანხის 30-50%ს მიიღებს.

The post “გენტმა” ჩაკვეტაძის ფასი გაზარდა – რამდენად აფასებენ ბელგიელები ქართველს? appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...