planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 საკოორდინაციო საბჭო ხვალ, 22 თებერვალს, ქორწილების და ქელეხების გამართვაზე დაწესებული რეგულაციის შემსუბუქებაზე იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შრომის ინსპექციის სამსახურში განუცხადეს. ამასთან, განმარტავენ, რომ ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული ვადა, თუ როდიდან შემსუბუქდება რეგულაცია. ცნობისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების გამართვაზე შეზღუდვებია დაწესებული. ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს, თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე ფინანსური სანქცია ეკისრებათ 10 ათასი ლარის ოდენობით. ამასთან, მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ობიექტები დაილუქება. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts