planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. კოვიდ პასპორტების აპლიკაციების – Georgia e-Health-სა და Covid Pass Georgia-ს შექმნაში უწყებას თანხა არ გადაუხდია. „ინტერპრესნიუსმა“ აღნიშნული აპლიკაციების შექმნასთან დაკავშირებული ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყების განმარტებით, მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა, შესაბამისად, დამატებით ხარჯებთან არ ყოფილა დაკავშირებული. „პანდემიის პერიოდში შექმნილი მობილური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შიდა ადამიანური რესურსების გამოყენებით შეიქმნა. აღნიშნული აპლიკაციის შექმნისთვის რაიმე სახის სახელმწიფო შესყიდვა არ განხორციელებულა“, – აცხადებენ სამინისტროში. ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური აპლიკაციები Georgia e-Health და Covid Pass Georgia შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. […] REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts