planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts