Jump to content
Planeta.Ge

აუქციონი ახალი პირობებით – ეკონომიკის მინისტრის თქმით, ე.წ. დოქებში ერთ-ერთი სივრცე შესაძლოა, ქართული ღვინის მუზეუმს დაეთმოს


Recommended Posts

აუქციონის ახალი პირობებით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების ობიექტის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რიყის ტერიტორიაზე ე.წ. დოქების აუქციონის პირობებში ცვლილება შევიდა, რასაც მთავრობის განკარგულება დასჭირდა.

„წინა აუქციონების შედეგად ის ფასი, რომელიც გამოცხადებული იყო, სამწუხაროდ, ჩვენ ინვესტორების დაინტერესება ვერ მივიღეთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს – მოლაპარაკებებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან არის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილებას, საბოლოოდ წარიმართება წარმატებით და წარმატებული აუქციონის შედეგად ეს ობიექტიც გაცოცხლდება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

„აუქციონის საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იქნება. შემდგომში პირობა არის რომ მინიმუმ 20 მლნ ლარიანი ინვესტიცია განხორციელდეს. შესაბამისად, აუქციონში მონაწილემ გარანტიები უნდა წარმოადგინოს და მეორე მნიშვნელოვანი პირობაა, ჩვენ გვინდა სწრაფად მივიღოთ შედეგები და არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში“, – დასძინა დავითაშვილმა.

The post აუქციონი ახალი პირობებით – ეკონომიკის მინისტრის თქმით, ე.წ. დოქებში ერთ-ერთი სივრცე შესაძლოა, ქართული ღვინის მუზეუმს დაეთმოს appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...