planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:„მაშინ როცა მთელი მსოფლიო დიდი ლუპით აკვირდება რა ხდება უკრაინაში და სახეზეა დასავლეთის უპრეცედენტო მობილიზაცია, როცა იშვიათი, ძალიან იშვიათი შანსია მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით დასავლეთს ბევრჯერ და აქტიურად შეახსენო რომ შენი ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია, და რომ ის რაც ახლა ხდება უკრაინაში, საქართველოში უკვე მოხდა ერთი-ერთში 2008 წელს, საქართველოს დე-ფაქტო პრემიერი მონაწილეობას იღებს მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელსაც ესწრებიან დასავლეთის ლიდერები და ხვდება (მთავრობის ოფიციალური ფბ გვერდის მიხედვით):GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს რობერტ ვასს.– ბულგარეთის პრემიერს, კირილ პეტკოვს.– „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს.– FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორ სამ ბანკმან-ფრიდს.– საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს.– ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს.– Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს…მეტი არავის.და ბრუნდება სამშობლოში. ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთ კატეგორიაში გადავედით,“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.The post “ზრდილობისთვის გამარჯობასაც აღარ გვეუბნებიან ისეთ კატეგორიაში გადავედით” – ზურაბ ჯაფარიძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts