planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.მისივე თქმით, შეხვედრებთან დაკავშირებით პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია.„კითხვაზე, რატომ შეხვდა, ან არ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინმეს მიუნხენის კონფერენციაზე, ვერ გიპასუხებთ, ალბათ ეს შეხვედრების ორგანიზატორებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ამის უკან რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას ვერ ვხედავ. ინტენსიური შეხვედრების ფორმატია და ყოველთვის ყველასთან ვერ ხერხდება ხოლმე.რაც შეეხება უკრაინას, ყოველგვარი შეფასებების გარეშე, მშრალ ქრონომეტრაჟს მოვყვები. 2014 წლის სექტემბერში, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და მე – ჯანდაცვის მინისტრი მინისტრი, დამირეკა და დამავალა, სასწრაფოდ კიევში ჩავსულიყავი. მეორე დღესვე იქ ვიყავი და პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელიც კონფლიქტის დაწყების შემდეგ უკრაინაში ჩავიდა. არ მინდა, დავამადლო, მაგრამ ძალიან დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ და გარკვეული პერიოდი იქ ვიყავი.უკრაინა არავის არავისზე ნაკლებად არ უყვარს და თუ ვინმეს შეხვდა, ან ვერ შეხვდა, არ ვიცი რატომ. ეს მის პროტოკოლს უნდა ჰკითხოთ და ამის უკან პოლიტიკური სარჩულის ძებნა არასწორია. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მიუნხენის კონფერენციაზე უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა“, – განაცხადა სერგეენკომ.The post არ მინდა დავამადლო, მაგრამ 2014-ში დიდი ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ – სერგეენკო უკრაინაზე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts