planeta.ge Posted February 21, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2022 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ფუნდამენტური ინსტიტუტი კონტროლის და ბალანსის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება, რაც ჩვენ ვერ დავინახეთ გასული წლის ბოლოს და რაც შემაშფოთებელია ჩვენთვის, რადგან ფუნდამენტურად აუცილებელია, რომ მსგავს ინსტიტუტს შესაბამისად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მუშაობაში ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო.„ეს არის ინსტიტუტი, რომელშიც ევროკავშირმა დიდი ძალისხმევა და ფინანსები ჩადო, იმისთვის, რომ მისი გაძლიერებისთვის შეგვეწყო ხელი. ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ შეერთებულმა შტატებმაც, გაერო-მ, ევროპის საბჭომ”, – აღნიშნა ელჩმა.The post სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ საჭიროა განსაკუთრებულად ფრთხილი და გამჭვირვალე დამოკიდებულება -კარლ ჰარცელი appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts