planeta.ge Posted February 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2022 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, „რუსთავი 2"-ის ეთერში ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებაზე ისაუბრა. „ყველა ინდიკატორი ეპიდსიტუაციის, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს დაახლოებით 13 200 შემთხვევაა, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება. ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა, ასევე, მიმართვიანობას მოსახლეობის ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts