planeta.ge Posted February 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2022 შშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში შეიჭრება. „საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას უახლოეს კვირაში ან დღეებში გეგმავენ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ მათი სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი იქნება - ქალაქი, რომელშიც 2.8 მილიონი უდანაშაულო ადამიანი ცხოვრობს. თუ რუსეთი ამ გეგმების განხორციელებას მიჰყვება, რუსეთი პასუხისმგებელი იქნება კატასტროფულ ომზე. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. არ გავაგზავნით ჯარს უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას... ჩვენ ვამჟღავნებთ რუსეთის გეგმებს არა იმიტომ, რომ კონფლიქტი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელშია იმისთვის, რომ რუსეთს წავართვათ უკრაინაში შეჭრის გამამართლებელი ყოველგვარი საფუძველი. არაფერი შეგეშალოთ!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. tia.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts