Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ! – რა ინფორმაციას აქვეყნებს ვახო სანაია


Recommended Posts

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს მსოფლიოში მიმდინარე დიდი ცვლილებების შესახებ და წერს, რომ უკრაინა გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი სამთა კავშირს ქმნის

“გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ !

მსოფლიოში დიდი ცვლილებებია. მოვლენები ელვისებურად იცვლება. გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა და უკრაინამ სამთა კავშირი შეკრეს. ყალიბდება ახალი ალიანსი ნატოს ორი წევრი ქვეყნისა და და უკრაინის მიერ. საქართველოს წინაშე ახალი შესაძლობლობები ჩნდება. რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ? არაფერს. ასეთ დროს საზოგადოებამ, მედიამ, ოპოზიციამ დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს და საკითხი დღის წესრიგიდან არ ჩამოხსნას.

???????? გაერთიანებული სამეფო

???????? პოლონეთი

???????? უკრაინა

გაერთანებული სამეფო, პოლონეთი და უკრაინა ქმნიან ისტორიულ კავშირს, რაც აგებულია საერთო ღირებულებებსა და საერთო ერთგულებაზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ, აგრესორის წინააღმდეგ დგომის საერთო ისტორიაზე, რომელიც ევროპაში თავისუფლებას უქმნის საფრთხეს.

ჩვენ ვიმეორებთ, რომ ყველა ევროპული სახელმწიფო თავისუფალია აირჩიოს ან შეცვალოს მისი უსაფრთხოების საკითხების მოწყობა, მათ შორის ალიანსის ხელშეკრულებებით და არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, ევროპის რომელიმე ნაწილი თავისი გავლენის სფეროდ განიხილოს.

ჩვენი სამი სახელმწიფო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა დაიცვას უკრაინაში სტაბილურობა და შექმნას მედეგობა; ასევე, გააძლიეროს დემოკრატია აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე.

ამ მიზნით, ჩვენ შევთანხმდით სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავებაზე. ეს წარმოაჩენს ჩვენს ერთგულებას, უფრო მეტად გაძლიერდეს სტრატეგიული თანამშრომლობა და ჩართულობა სამ ერს შორის უკრაინის მხარდამჭერ პრიორიტეტულ საკითხებზე.

ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რათა გავაუმჯობესოთ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერაზე კოორდინაციით.

ასევე გავზრდით თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოებაზე, ენერგოუსაფრთხოებაზე და გავზრდით სტრატეგიულ კომუნიკაციებს დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე და დადგებიან უკრაინელების გვერდით უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ”

 

The post გთხოვთ მაქსიმალურად გაავრცელოთ ! – რა ინფორმაციას აქვეყნებს ვახო სანაია appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...