Jump to content
Planeta.Ge

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი


Recommended Posts

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტესობა წარუმატებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ლადო საკმაოდ კარგ მენეჯერად ჩამოყალიბდა, მისი უცხოური ტრანსფერები ნაკლებად ამართლებს.

ლადომ ავსტრიიდან ლუკას გროცურეკი ჩამოიყვანა, რომელმაც 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში წავიდა, არადა ბათუმში დიდი იმედებით ჩამოფრინდა.

უფრო დიდი იმედები მყარდებოდა ფრანგ ვამარა სანოგოზე, რომელმაც “დინამოში” ჩამოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო, ფორმაში ვერ შევიდა და წავიდა.

ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ 30 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიმატა, თუმცა თუ შეკრებაზე მის თამაშებს დაკაკვირდებოდით, დენკოვიჩმა ძალიან არაკვალიფიციური ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ ლეგიონერი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ხელფასს ითხოვს…

ვნახოთ, რას იზამს “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეროვნულ ლიგაში, რომელშიც ჩემპიონის სტატუსით ერთვება. შეიძლება ითქვას, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” გაცილებით გაძლიერდნენ, ვიდრე ბათუმი.

The post ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...