planeta.ge Posted February 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2022 რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს.ფრანგული “კარკასონის” 21 წლის ბურჯი რუსეთის პირველ გუნდში თებერვალში მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ნარმანია 2019-2020 წლებში თბილისის “არმაზის” ღირსებას იცავდა. ასევე, ის საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრი იყო.“რუსეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივი და გამოცდილებაა. ჩემს მიმართ თავიდანვე კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი. ვარჯიშებზე ყველა ერთმანეთს ეხმარება, რაც სასიხარულოა. ესპანეთთან შეხვედრის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ნერვიულობა გამიქრა. ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ვითამაშებ. ფსიქოლოგიურად, არ შემიძლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადება და კარგ მატჩს ჩაატარებს. დიდი მიზნები გვაქვს, რისთვისაც დრო გვჭირდება”, – ციტირებს ნარმანიას სიტყვებს rugger.info.შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 28 თებერვალს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.The post ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია” appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts