planeta.ge Posted February 18, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2022 ესპანური სპორტული საინფორმაციო ინტერნეტპორტალი Sport.es-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ ერლინგ ჰოლანთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.წყაროს თანახმად, ნორვეგიელი ფეხბურთელისა და “ბლანკოსის” წარმომადგენლები ერთმანეთს მონაკოში შეხვდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰოლანი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. 21 წლის თავდამსხმელს “შავ-ყვითლების” დატოვება საკუთარი სურვილით შეუძლია, თუმცა თუ ამას ამ ზაფხულს მოისურვებს, ტრანსფერის ერთადერთ ვარიანტად “რეალი” ექნება.შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მაშინ გერმანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ზალცბურგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.ნორვეგიელმა ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა.ერლინგ ჰოლანსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს.The post “რეალი” ერლინგ ჰოლანს მოელაპარაკა appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts