Jump to content
Planeta.Ge

არველაძე “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველსა და “ჩელსის” მეკარეს იმატებს


Recommended Posts

“ჰალ სიტი””მანჩესტერ იუნაიტედის” 21 წლის მარჯვენა მცველის, დი’შონ ბერნარდს და “ჩელსის” 23 წლის მეკარეს, ნათან ბაქსტერს დაიმატებს.

ბერნარდი 2021 წლის ივლისიდან “ჰალ სიტიში” იჯარით თამაშობს და “ჰალში” მოსვლიდან მისი სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 2.5 მილიონი ევრო ღირს.

ბაქსტერი “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია და 2016 წლიდან მოყოლებული იჯარით გამოდის.

ბერნარდი ბოლო რამდენიმე მატჩია შოთას ნდობას ვერ იმსახურებს და სკამზეა, მაგრამ არველაძე – აჯუნ ილიჯალის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერთან” მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს “ჩელსისთანაც”.

“მე უკვე ვესაუბრე ბიჭებს და მითხრეს, რომ მათ მომავალს ჩვენთან ხედავენ. ლიგაში ბევრი მატჩია, ყველა თავის შანსს მიიღებს და “ჰალში” განვითარების ყველა საშუალებაა”, – განაცხადა არველაძემ HullDaily-ისთან.

თურქი მფლობელის “სიტიში” მისვლის შემდეგ კლუბი ცდილობს საჭირო ფეხბურთელები შეიძინონ და არენდაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. “ბრაიტონს” ნახევარმცველი რაიან ლონგმენის სანაცვლოდ 750 ათასი ევრო უკვე გადაუხადეს.

The post არველაძე “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველსა და “ჩელსის” მეკარეს იმატებს appeared first on Fanebi.Com - ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვა.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...