Jump to content
Planeta.Ge

REZONANSI ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს და ეპიდვითარება უმჯობესდება – ამირან გამყრელიძე


Recommended Posts

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითრება უმჯობესდება, თუმცა მომდევნო დღეები სურათს კიდევ უფრო ნათელს გახდის. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, კორონავირუსი ნელი ტემპით, თუმცა კლებისკენ მიდის. “ეპიდსიტუაციის ყველა ინდიკატორი, ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, რეპროდუქციის ინდექსი, დადებითობის მაჩვენებელი ძალიან ნელა, მაგრამ იკლებს. დღეს, წინა კვირის შესაბამის დღესთან შედარებით დაახლოებით 2 ათასზე მეტით არის კლება, ასევე, გუშინდელ ახალ შემთხვევებთან შედარებით სერიოზული კლებაა. დარწმუნებული ვარ, შაბათ-კვირასაც, შესაბამისი შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. ეს ეტყობა ასევე მოსახლეობის მიმართვიანობას ტესტირების პუნქტებისადმი, ასევე ეტყობა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს. ანუ, მოკლედ რომ მოგახსენოთ, ეპიდსიტუაციას გაუმჯობესების ტენდენცია აქვს. ვნახოთ, როგორი დინამიკით და რა სისწრაფით გაგრძელდება ეს,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

 

REZONANSI

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...