planeta.ge Posted February 19, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2022 2000-იანების პოპულარული მოდელი, ანა კოშაძე, 10 წელზე მეტია პოდიუმზე აღარ გამოსულა. 18 წლის ასაკში გათხოვდა და სამოდელო სფეროდან გაქრა. ის ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა, კვარაცხელიას ცოლი და ორი გოგონას დედაა, ხოლო მის სამსახურებრივ სტატუსს ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის პიარმენეჯერი ჰქვია. ,,სარკესთან” ინტერვიუში პოპულარული ლამაზმანი თავის ცხოვრებაზე ყვება:-მოდელობას ჩემთვის კარგის მეტი არაფერი მოუტანია, მაგრამ არ მწყდება გული, რომ პოდიუმზე დიდხანს არ დავრჩი ან საკუთარი ძალები საზღვარგარეთ არ მოვსინჯე. შეიძლება საქართველოში ვიყავი პოპულარული მოდელი, მაგრამ იმ პარამეტრებით, რაც მქონდა, გამიჭირდებოდა, საზღვარგარეთ კონკურენციაში თავი დამემკვიდრებინა.– სამაგიეროდ, როცა ამბობდნენ, ქართველი ლამაზმანები პოდიუმზე იმიტომ ადიან, რომ კარგად გათხოვდნენო, თქვენს შემთხვევაში ზუსტად ასე მოხდა.– ჩვენი სიყვარულის ისტორიაში სამოდელო სფერომ დიდი როლი ითამაშა, ტოშამ პირველად პოდიუმზე მნახა და ყველაფერი აქედან დაიწყო.– 18 წლის ასაკში გათხოვებამ გაამართლა?_არ ვისურვებდი, რომ ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ. უბრალოდ, გამიმართლა, რომ ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკამ შემიწყო ხელი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემი ადგილი ცხოვრებაში.ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის. გათხოვების შემდეგაც გამოვიდოდი პოდიუმზე, უბრალოდ მერე თავისთავად დალაგდა პრიორიტეტები.– ცხოვრების ყველაზე მწარე გაკვეთილად რა გახსენდებათ?–დედაჩემის გარდაცვალება. როცა მივხვდი, რომ არ შეიძლება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გადადო ხვალინდელი დღისთვის.– დედასთან ურთიერთობაში რამეს ნანობთ?– ვნანობ, რომ, როცა დედა ავად იყო, იმ პერიოდში ძალიან ბევრს ვმუშაობდი და მეტი დრო ვერ დავუთმე. მასთან ცოტა დროს არ ვატარებდი, მაგრამ ალბათ უფრო მეტი იყო საჭირო.The post “ჰგონიათ, მოდელობა ქმარმა ამიკრძალა, მაგრამ ასე არ არის..”-ანა კოშაძე appeared first on [/url]. ALIA.GE Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts