Jump to content
Planeta.Ge

“წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი!”- ოქრუაშვილი


Recommended Posts

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და 2005 წელს კიევში ჩატარებულ დსთ-ს მინისტრების სამიტს იხსენებს.

“ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.

რა “სადღეგრძელოსო” – იკითხავთ.

2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზად რომ გვიყურებენ.

ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია და დისერტაცია”. რა თქმა უნდა დისერტაცია ყველაზე საინტერესო და მთავარია, ოღონდ ევროპული სამიტების დისერტაციასავით არ გეგონოთ კულტურული “ალა ფურშეტით” რომ მთავრდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი შეხვედრების დისერტაცია კაპიტალურ დაასხი-დალიეს ნიშნავს.

პროტოკოლმა წინასწარ გამოგვიცხადა “დისერტაციაზე” არავითარი მოადგილეები, დაცვა და თანაშემწეები, მხოლოდ მინისტრები იქნებითო. ჩაგვსხეს მანქანებში და დნეპრთან გემს მიგვაყენეს. ავედით გემზე და დარბაზში რომ შევედი მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე. ცუდად იმიტომ, რომ არაყის გარდა ეგენი სხვას არაფერს დალევდნენ, არაყს კი დასანახავად ვერ ვიტან, უარი მანდ არ მიიღება და გემიდან სად გავიპარებოდი, თან მთელი იერიში და არტილერია ჩემსკენ იქნებოდა მომართული. გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და ბრძოლის ველზე გმირულად მაინც დავცემულიყავი. ერთი ის მაიმედებდა, რომ რუსეთის მინისტრი ნურგალიევი ჩია კაცი იყო, არათუ მსმელის არაფერი ეტყობოდა, სულ ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მატებაზე წუწუნებდა.

თამადობა ბელორუსმა ითავა. სომეხმა, ბელორუსმა და ყაზახმა თავიდანვე მოიტანეს იერიში ჩემზე, მას მერე განსაკუთრებით, რაც ყველა ოფიციანტი მე უფრო დამტრიალებდა (სხვა მინისტრებთან შედარებით მინიმუმ 30 წლით ახალგაზრდა ვიყავი). ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა ხარ – მეტი და გაბედულად უნდა დალიოო, არ მეშვებოდნენ კარგა ხანს.

დაძალების სამ-ოთხ შეტევას გავუძელი ორი საათის განმავლობაში და ბოლოს ვიფიქრე მაინც მომკლავენ და “ხელყუმბარას” მაინც გავხსნიმეთქი. ბელარუსს ომახიანად გავძახე ერთი სადღეგრძელო თუ შეიძლებათქო და მალენკოვის თუ ხრუშჩოვის ზომის ჭიქა ბოლომდე გავავსე. ბრძანეო, გამომძახა. ყველამ ბოლომდე დალიეთ რასაც ვიტყვი-მეთქი. тамада сказал бог сказал -ო გამომძახა უკრაინელმა.

წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი. ამით დამთავრდა დისერტაცია.მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია. მართალია ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ამისთვის, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც…” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

The post “წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი!”- ოქრუაშვილი appeared first on [/url].

 

ALIA.GE

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...