Jump to content
Planeta.Ge

tia ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება - იენს სტოლტენბერგი


Recommended Posts

1645091660_b88f92d27f14019613ddd4adcbff5347_xl.jpg

ნატო-ს გენერალურმა მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დღეს ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობა და სტაბილურობა საფრთხის ქვეშაა.

 

მისი თქმით, უკრაინაში შექმნილი სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ.

 

„თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა უგულებელყოფა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი და მისი უნარი, დაიმუქროს ძალის გამოყენებით თავისი მიზნების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ნატო-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

tia.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...