Jump to content
Planeta.Ge

interpost.ge- 4 000 ლარი სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს – ვის და როგორ შეუძლია ფულადი წახალისებით სარგებლობა


Recommended Posts

მიმდინარე წელს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ფინანსური წახალისების პროგრამა კვლავ ამოქმედდა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დაბრუნებული მოქალაქეები გრანტის სახით ტექნიკას ან ხელსაწყოებს მიიღებენ.

პროგრამის მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ამ ეტაპზე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, 100-მდე პროექტი დაფინანსდება. საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარს, ტექნიკასა თუ ხელსაწყოებს დაბრუნებული მიგრანტები თავად შეარჩევენ.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპიც გამოცხადდება. 2022 წელს გრანტს ჯამში 200-მდე მიგრანტი მიიღებს.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეებს (ან მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით) შეუძლიათ, რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტ ხანს არალეგალურად იმყოფებოდნენ, ან ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

განაცხადების მიღება სააგენტოს და მის ტერიტორიულ სამმართველოებში 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება:

• ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა;

• ქ. გორი, სამების ქ. N1;

• ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20;

• ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;

• ქ. ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .

 

წყარო: bm.ge

The post 4 000 ლარი სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს – ვის და როგორ შეუძლია ფულადი წახალისებით სარგებლობა appeared first on InterPost.ge.

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...