planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 წელს თებერვალი ასტროლოგიური შინაარსით ძალიან დატვირთული თვეა. 2 თებერვლიდან დაბნელების დერეფანში აღმოვჩნდით. ის 22 თებერვლამდე გაგრძელდება და იქნება ჯადოსნური და იდუმალი პერიოდის კულმინაცია ყველასთვის, ვისაც ასტროლოგიისა და ნუმეროლოგიის სჯერა.2022 წელს დაბნელების ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დერეფანი გველის – პირველი უკვე აქტიურია, მეორე კი აგვისტოში გააქტიურდება. ამ პერიოდებს შორის არის ეგრეთ წოდებული ეკვატორები ან შუა წერტილები – თარიღები, რომლებიც ზუსტად დაბნელების ნახევარზე მოდის. თებერვალში მათ 16-23 რიცხვების შუალედში უნდა ველოდოთ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია პრიორიტეტების ჩამოყალიბება, რადგანაც სამყარო თქვენს სურვილებსგანსაკუთრებით უსმენს.16 თებერვალი არ არის მხოლოდ ზამთრის დაბნელების დერეფნის ეკვატორი, არამედ გაზრდილი მგრძნობელობის წერტილიცაა, როცა ადამიანმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ამიტომ, თუ დიდი ხანია გსურდათ სამუშაოს შეცვლა, სხვა ქვეყანაში გადასვლა, ურთოერთობების აღდგენა, თებერვალი შესანიშნავი დროა, ცხოვრება თუნდაც ნულიდან დაიწყოთ. იმისათვის, რომ გარემოებები თქვენს სასარგებლოდ განვითარდეს, საჭიროა დაბნელების დერეფნის დროს სწორად მოიქცეთ.რა უნდა გააკეთოთ? მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებისთვის ძალიან კარგი პერიოდია, ასტროლოგები გვირჩევენ, არ გადავდგათ ნაჩქარევი ნაბიჯები და არ დავეთანხმოთ საეჭვო წინადადებებსა თუ თავგადასავლებს, რომლებიც, ერთი შეხედვით, ბედნიერ ცხოვრებას გვიპრდება, მაგრამ სინამდვილეში უამრავი საფრთხე ახლავს თან. ამ ჯადოსნურ, მაგრამ სახიფათო პერიოდში, ღირს ყურადღება მიაქციოთ რიტუალებს, რომლებიც იმპულსური გადაწყვეტილებებისგან დაგიცავთ და ასევე სანუკვარ მიზნებთან და ოცნებებთანდაგაახლოვებთ.რიტუალი “ერთი ჭიქა წყალი”ასტროლოგების თქმით, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით კარგია სავსე მთვარის დროს, როდესაც მთვარის ენერგია ყველაზე მეტადაა გამოხატულია. ავსებთ ჭიქას წყლით, წერთ თქვენს სურვილებსა და მიზნებს ფურცელზე. ამ ფურცელზე ჭიქის დადებისას კონცენტრირდებით წყალზე და გონებაში წარმოიდგენთ, როგორ სრულდება თქვენი სურვილი, ან ხმამაღლა გაახმოვანებთ ამ ოცნებებს. ამის შემდეგ კი სვამთ წყალს. აღნიშნული იდეით შეგიძლიათ დაიწყოთ დღე, ან შეგიძლიათ ეს მხოლოდ სავსე მთვარეზე გააკეთოთ, განსაკუთრებულად ეფექტური კი სწორედ 16 თებერვალს და 22 თებერვლამდე დარჩენილ დღეებში იქნება.მედიტაცია “აქ და ახლა”კიდევ ერთი მარტივი რიტუალი, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს თქვენი ცხოვრება, არის მედიტაცია “აქ და ახლა”. მისი გაკეთება შესაძლებელია არა მხოლოდ დაბნელების დერეფნის დროს, არამედ ყოველდღიურად. თუმცა, ასტროლოგები 16 და 22 თებერვალს გვირჩევენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მას, რადგან კოსმოსთან ურთიერთობა უფრო ინტენსიური ხდება. მედიტაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პირადი მიზნებისთვის: მაგალითად, შიშებისგან თავის დაღწევის მიზნით.წესი კი ასეთია: თვალებს დახუჭავთ, უსმენთ თქვენს სუნთქვას და გრძნობთ სხეულს. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს, თქვენს მდგომარეობას იმ მომენტში. მიხვდებით, რომ შიში არ არის აწმყოში, შიში ყოველთვის არის მომავალში. შიში არის თქვენი უარყოფითი პროგნოზები და აზრები, რომლებიც შეგიძლიათ შეცვალოთ. შეგიძლიათ შეცვალოთ შიშის და შფოთვის ჩვევა თავდაჯერებულობისა და კმაყოფილების გრძნობის გამომუშავებით. ასეთი ყოველდღიური ხუთწუთიანი მედიტაცია ცვლილებებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.16 თებერვალი სავსემთვარეობის დღეა, როდესაც მგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებით დაუცველნი არიან როგორც უარყოფითი, ასევე პოზიტიური გავლენებისგან. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ნამდვილად გჭირდებათ. დაუჯერეთ ვარსკვლავებს და არ გამოტოვოთ მომენტი, აიხდინოთ სანუკვარი ოცნებები.The post 18 თებერვალი განსაკუთრებული დღეა – რა უნდა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ სანუკვარი ოცნებები აგიხდეთ appeared first on InterPost.ge. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts