planeta.ge Posted February 17, 2022 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2022 ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ომიკრონის“ ფართო გავრცელების გამო, მოქალაქეთა ნაწილმა ვაქცინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალა, თუმცა, ეს პროგრამა სახელმწიფოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. „ვაქცინაციის პროგრამა, ამ ეტაპზე, შედარებით, შენელებულია. ეს, შესაძლოა, „ომიკრონის“ ძალიან აქტიური გავრცელებით აიხსნას. მიმდინარე პერიოდში, ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. ამდენად, შესაძლოა, მათ ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება შეცვალეს, თუმცა, სამომავლოდ, ვაქცინაციის პროგრამა კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნავს თამარ გაბუნია. REZONANSI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts